პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმება და ეს შეხვედრები გაგრძელდება, რადგან რჩება შეუთანხმებელი ნაწილები, მათ შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. არის დებატები, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რასაც ისინი არ აღიარებენ.
ჩვენ არ გვაქვს ისეთი მარალი წარმოდგენა “ოცნებაზე”, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებენ. ჩვენ ოპოზიციასთან ამ ტიპის ურთიერობა, კინკლაობა და შეხვედრა დავასრულეთ. ჩვენ ისინი ვერ დავარწმუნეთ, რომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა“,- განაცხადა იოსელიანმა.










