„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სტუმრებს ბარში დღესაც ელოდება.
“დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არც ერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება”, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქში“.
3 თებერვალს შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში “ჯაფარასთან” შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.











