fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დიდი და სახელმწიფოებრივი ამოცანები განსხვავებული ადამიანებისა და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე არ და ვერ მიიღწევა – ლევან იოსელიანი

13:05 თებერვალი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

“დღეს, ქვეყანაში, რომელიც არის დამოუკიდებელი, აქვს თავისი კონსტიტუცია და საერთაშორისო მხარდაჭერა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი და სახელმწიფოებრივი ამოცანები განსხვავებული ადამიანების და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე არ და ვერ მიიღწევა. საერთაშორისო მოკავშირეების თანადგომის მიუხედავად, არ გვაქვს ეროვნული თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებზე, რისი ნათელი მაგალითიცაა ის ფლიგელი პარლამენტში, რომელიც ოპოზიციისაგან დაცლილია”, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„100 წლის წინ, 1921 წლის 1 -ელ თებერვალს ძალიან დიდი ჩოჩქოლი და ვნებათა ღელვა მიმდინარეობდა. მეორე დღეს, ორი პოლიტიკოსი – ბენია ჩხიკვიშვილი და შალვა ნუცუბიძე ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ მუშტი-კრივამდე მივიდა საქმე და იარაღისკენაც გაიწიეს. მაშინაც არ იყო უცხო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ის იყო უკიდურესად მწვავე დაპირისპირება და არ არსებობდა საკითხი, რაზეც ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, მაგრამ ამ დღიდან 20 დღის თავზე ისინი ერთად უკრავდნენ ტაშს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს ერთხმად მიიღეს. სამწუხაროდ, მაშინ ვერ შევძელით ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, იმიტომ, რომ არ გვქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და გვყავს ისეთი მოკავშირეები, როგორიც არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ არ გვაქვს ეროვნული თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებზე, რისი ნათელი მაგალითიცაა ის ფლიგელი პარლამენტში, რომელიც ოპოზიციისაგან დაცლილია. 100 წლის წინ ჩვენ გვეყო ინტელექტუალური რესურსი, პოლიტიკური გამბედაობა და ეროვნული ენერგია იმისათვის, რომ მიგვეღო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებდა საპარლამენტო მმართველობას და შემოჰქონდა სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, უზრუნველყოფდა თანაბრობის პრინციპს ქალსა და მამაკაცს შორის. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, ეს კონსტიტუცია შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, ეს არის განსხვავება 100 წლის წინანდელ საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის, სწორედ სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ მაშინ პოლიტიკაში და ქმნიდნენ პოლიტიკურ აზრს. დღეს სამწუხაროდ, სახელმწიფო მოღვაწეებისაგან პოლიტიკა დაცლილია და თუ ყველაზე საპატიო საქმედ 100 წლის წინ პოლიტიკოსობა ითვლებოდა, 100 წლის თავზე პოლიტიკოსობა ბინძურ საქმედ ითვლება და ამას აქვს თავისი ძალიან სამართლიანი მიზეზი. დღეს ქვეყანაში, რომელიც არის დამოუკიდებელი, აქვს თავისი კონსტიტუცია და საერთაშორისო მხარდაჭერა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი და სახელმწიფოებრივი ამოცანები განსხვავებული ადამიანების და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე არ და ვერ მიიღწევა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თეგები: ლევან იოსელიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნაკლებად მგონია, სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რამე პერსპექტივა ჰქონდეს – ლევან იოსელიანი

ნოემბერი 26, 2021
1.4k
პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ სხვა არაფრით არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი – ლევან იოსელიანი

ნოემბერი 25, 2021
797
პოლიტიკა

თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტზე, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს – ლევან იოსელიანი

ნოემბერი 22, 2021
764

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია