fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დროებით აღმართულ კედლებსა და ფიზიკურ ბარიერებს ვუპირისპირდებით სამშვიდობო ინიციატივებითა და გაზრდილი ძალისხმევით – თეა ახვლედიანი

12:17 აგვისტო 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
869
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, ბრიტანულ კვლევით ცენტრთან „Council on Geostrategy“, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, ომის შედეგებზე, საერთაშორისო საზოგადოების როლსა და პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, რითიც, ასევე, შეარყია ევროპული უსაფრთხოების წყობა და ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესია, იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის და ამბიციების აშკარა გამოხატულება და მცდელობა – შეენარჩუნებინა გავლენის სფეროები რეგიონში, შეეზღუდა დამოუკიდებელი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული სუვერენული არჩევანი და ხელი შეეშალა დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ეს იყო ძალიან საშიში პრეცედენტი, რომელმაც მოგვიანებით ცხადყო, რომ საქართველო არ იყო ცალკეული, განყენებული შემთხვევა. რუსეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, რითაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას.

„ეს გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით და სხვა უკანონო ქმედებებით. საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებთან ერთად, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობა და ნდობის აღდგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რასაც ემსახურება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ჩვენი მოქმედების ფორმულა არის ნათელი: დროებით აღმართულ კედლებსა და ფიზიკურ ბარიერებს ვუპირისპირდებით სამშვიდობო ინიციატივებითა და გაზრდილი ძალისხმევით, რათა დავძლიოთ საზოგადოებების გახლეჩვის პროცესი. მიუხედავად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, რომელიც პანდემიის პირობებშიც არ შეწყვეტილა, და მცდელობისა – მოახდინოს საქართველოს ორივე რეგიონის ხელოვნური იზოლირება დანარჩენი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ვითარდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რისკენაც მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეგები: თეა ახვლედიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები, კიდევ ერთი გამოხატულებაა უკანონო ოკუპაციის

ივნისი 10, 2021
787
რეგიონები

თეა ახვლედიანი: „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის“

მაისი 20, 2021
792
საზოგადოება

თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს

აპრილი 4, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია