შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს:
„თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს, რომელიც დღეს ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანთა მეგობრული თანაცხოვრება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დამყარებული ურიერთობით ქმნიდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და სიმდიდრეს, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გაძლიერდება და შემდგომში კიდევ უფრო გამყარდება, ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“ – აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.
კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.











