დუბაი შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დუბაიში სასტუმროები მუშაობას სრული დატვირთვით გააგრძელებენ. ასევე, კონცერტებსა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების ლიმიტი მოიხსნება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კოვიდის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს.
გაიზარდა რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც.
სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება.











