დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კონსულტაციები ხვალ, 18 მარტსაც შეგდება.
„გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბრობთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა, ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. როგორც იცით, შეხვედრა ორმხრივი იყო, ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს, ყველაფერზე იყო საუბარი, ყველა პუნქტზე. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.











