თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განამრტებით, გოგონა 5 დღის წინ არის გარდაცვლილი, რაც ცხედარისთვის ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ადვოკატის თქმით რთული იქნება დაზუსტდეს სხეულზე რაიმე დაზიანება ჰქონდა თუ არა.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით არანაირი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.
„ძალიან რთული იქნება ის დადასტურდეს, სხეულზე დაზიანებები ექნება თუ არა. ყველანაირი კვალი გადაღებულია. ყველაფერი არის გადაღებული ჩემი მოთხოვნითაც. ექსპერტებიც იყვნენ ჩასულები. ყველფერი შემოწმდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩართულია საქმეში. თუ გამოძიება საქმეს ხელს შეუშლის, ამაზეც პასუხი გვექნება.
მინდა ერთი რაღაც ვთქვა – პირველი, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანო, მეორე შეიძლება ვითომ თვითმკვლელობა მოხდეს და ეს ყველფერი ისე შეფუთო, რომ მკვლელობას ჰქონდეს ადგილი. ყველაფერი გამოჩნდება გამოძიების პროცესში“,- აღნიშნავს ადვოკატი.
5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი აღმოაჩინეს.











