ძალიან სეროზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.
„ძალიან სეროზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი”,- განაცხადა ელისაშვილმა.










