გულახდილი კითხვები იყო, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, ემსახურება თუ არა ივანიშვილი რუსებს და ასრულებს, თუ არა ის ან „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებებს. ნაჯახივით კითხვები იყო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სენატში საქართველოს შესახებ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნაჯახივით კითხვები იყო. ფაქტია, მხარს უჭერენ საქართველოს, მაგრამ გვაძლვენ შენიშვნებს, გვეუბნებიან, მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემას, ქვეყანას მიხედეთ. ყველაზე სამარცხვინო კი, რაც გვესმის ის არის, რომ თქვენი პარტიული ინტერესის იქით დაინახეთ ხალხის ინტერესები. კიდევ რაც სამარცხვინო გვითხრეს ესაა – ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთ, კორონავირუსს და ეკონომიკას როგორ ებრძოლოთ, უმუშევრობას რა უნდა მოუხერხოთ. ამას რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?“,- განაცხადა ელისაშვილმა.










