უხვმა ნალექმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში, ვენახები დატბორა. ასევე დაზარალდა პატარძლეული და ხაშმი.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირმა, რომელსაც მოსახლეობასთან სოფლის საძოვრებზე აქვს დავა, თვითნებურად გადაკეტა თოხლიაურის ხევი, რასაც წყალმოვარდნა მოჰყვა.
კერძო პირია, გვარად არჩუაძე, რომელსაც სოფლის საძოვრებზე მოსახლეობასთან დავა აქვს. არ ვიცით, რა მიზნით, გადაკეტა სოფელ თოხლიაურის ხევი. მოვიდა ძლიერი წვიმა, ხევი გადმოვიდა და დაგვიტბორა ვენახები. ახლა ვადგენთ, რამდენი ოჯახია დაზარალებული- განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.
ძლიერმა სეტყვამ დააზარალა სოფლები, წყაროსთავი და ნინოწმინდა, დაზიანებულია ხეხილის ბაღები, ქალაქ საგარეჯოშიც.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, , სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისა და ფართობის შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.
საგარეჯოს ნაწილს ელექტროენერგია და სასმელი წყალიც არ მიეწოდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











