fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე მოხსენებით წარსდგა

12:39 მაისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე წარსდგა. სესიის მთავარი თემა პანდემიასთან და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებია.  თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა  ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.  ისაუბრა პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე.  ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მასში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და დარგის ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

„პატივცემულო  თავმჯდომარევ, პატივცემულო  გენერალურო დირექტორო, ასამბლეის წევრებო,  პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ დირექტორს კოვიდ-19-ის რეზოლუციის შესრულების ანგარიშის წარდგენისთვის. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც შეუფასებელი დახმარება გაუწია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში.

სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ კვლავ მაღალია. საყურადღებოა, რომ პანდემიასთან ბრძოლის გზაზე თავს იჩენს ახალი, უფრო რთული გამოწვევები, რომლებიც პროცესების მართვას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი  მიზანი უნდა იყოს მზაობის გაძლიერება, როგორც დამოუკიდებლად, თითოეული ქვეყნის, ისე გლობალური ჯანდაცვის დონეზე, რამდენადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა სახის ახალ საფრთხეებთან მოგვიწევს გამკლავება.

პანდემიის საფრთხეებზე რეაგირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მოქნილები და თანმიმდევრულები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებსა და  საჭიროებებს, რასაც უნდა მოჰყვეს მათი გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და აღსრულება.

გამოწვევების  დაძლევისთვის აუცილებელია კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება, როგორიც არის აქტიური ბიოლოგიური ზედამხედველობა და ეპიდემიოლოგიური პროგნოზირება; ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობების გაზრდა და რაც მთავარია პრევენციის ღონისძიებების გაძლიერება. პანდემიის დასაწყისში, პრევენციის ძირითადი შესაძლებლობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჰიგიენის გაძლიერებული ღონისძიებები და სოციალური შეზღუდვები იყო. დღეს კი, ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. ახლა კი, გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის.

თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა. გლობალური რესურსების გაერთიანებით, მათი სამართლიანი (თანაბარი) განაწილებით და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავასრულოთ გლობალური პანდემია“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე განაცხადა.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვის მინისტრიჯანმო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: მისასალმებელია, რომ ეკატერინე ტიკარაძე პარტიაში მოღვაწეობს აგრძელებს

დეკემბერი 10, 2021
858
მთავარი ამბავი

მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ – კახა კალაძე ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაზე

დეკემბერი 10, 2021
796
მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

დეკემბერი 8, 2021
847

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია