გახარიას გადადგომამ გააშიშვლა სისტემა კონკრეტულად როგორც მელიას საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით და მთელი ეს კრიზისი გახადა აბსოლუტურად ცხადი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ ფიქრი კრიზისის განმუხტვისთვის. კერძოდ, დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტიკური დევნის სრულ დასრულებაზე. რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და მთელი ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ეს არის ერთადერთი გზა. დღეს ოპოზიცია არის ბევრად უფრო ძლიერი ამ გამოსავლის ძიებაში, ვიდრე იყო რამდენიმე ხნის წინ. ძლიერია იმიტომ, რომ იყო პრინციპული, ერთიანი და არ აყვა შანტაჟს”,- განაცხადა ხოშტარიამ.
დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.