„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის და ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკუთარი პარტიის კამპანიის ფორმას, „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას” არ ეთანხმება.
„გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, Facebook-ზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. უგულავა ამბობდა, რომ კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს.
„ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას.
არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკშვილის პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში, ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა.” – აცხადებს გიგი უგულავა.
რაც ვერ შეძლო ბიძინამ, გააკეთა მიშამ
✅ამოცანაა: 1. ოცნება 40% ქვევით დარჩეს 2.ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე✅7 წელია ივანიშვილის თამაშია აქეთ მე იქეთ მიშა და ასეთ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს. მიშა ბიძინას ბუფერად იქცა ✅უცნაური არჩევნებია: წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს✅ენმ-ში ბევრი პატრიოტი ადამიანია. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს✅მერაბიშვილმა გააღვიძა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის[მერაბიშვილი] ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. სააკაშვილმა ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა✅გული მტკივა ამის გამო, მაგრამ ქვეყანაა მთავარი✅ენმ გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად, სავაჭრო სახლად✅ჩვენ, ვისაც ოცნება"ნაცებს" გვიწოდებს სინამდვილეში ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთი ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენს ხვა და სხვა პარტიებში ვართ, მაგრამ შეგვიძლია ცივილურად თანაარსებობა
Posted by გიგი უგულავა / Gigi Ugulava on ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2020











