საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს უშიშროების საბჭო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მაკრონმა Grand Continent-თან ინტერვიუში განცხადა, რომ ამ დროისთვის უშიშროების საბჭო „არანაირ სასარგებლო გადაწყვეტილებას არ იღებს“.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპას უფრო მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება, მათ შორის თავდაცვის საკითხებში.
„ევროპამ უნდა განაგრძოს საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ამას აშშ და ჩინეთი აკეთებს“,- განაცხადა მაკრონმა.











