აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მოქალაქეებს 17 ივლისის ჩათვლით (5 დღის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე) ექნებათ.
მოქალაქეები სავალდებულო სამედიცინო-სანიტარული შემოწმებას გაივლიან.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე – აფხაზეთის “რესპუბლიკის” პასპორტი, 2016 წელს გაცემული შიდა პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფორმა #9.
14 წლამდე მოზარდებისთვის კი დაბადების მოწმობის წარმოდგენა იქნება საჭირო.
ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა, 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა.
ავტორი: თეა შონია











