სომხეთის მიერ ყარაბაღის ოკუპაციის დასრულება რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს, – თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს.
„აუცილებელია რეგიონში არსებული კრიზისის დასრულება, რომელიც ზემო ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











