ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა მაშტოცის გამზირი გადაკეტეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.











