ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2197 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7966 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.











