“მოლოდინი მაქვს, რომ პოლიტიკური სპექტრი შევძლებთ, ჩვენს პარტიულ ინტერესზე, ჩვენს ეგოზე უფრო წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესი, თუ ამას შევძლებთ, ამით მთელი ქვეყანა გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებებით დასრულდება. მგონი, უკვე ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სხვა გამოსავალი არც ერთ მხარეს არ აქვს”,- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცახდა.
“ბოლოს განვითარებული მოვლენები, ევროპაში გამართული მოსმენები, IRI-ის ბოლო დასკვნა, საქართველოს მეგობრების გამოქვეყნებული წერილები, ყველაფერი მიუთითებს და თანხმდება, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის შეთანხმება და პოლიტიკური დღის წესრიგის გადატანა ქუჩიდან პარლამენტში. ეს ასეც უნდა მოხდეს”,-განაცხადა იოსელიანმა.










