„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა პარტიის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.
„მთავარი რაც არის „ევროპულ საქართველოს“ აქვს მთავარი მესიჯი, რომ არცერთ შემთხვევაში ერთი გუნდი, როგორც ეს იყო წარსულში და აწმყოში, არ უნდა ეჯდეს ამ ქვეყანას თავზე. არაფრის ფასად არ უნდა მოხდეს ადამიანების უფლებების დარღვევა, არანაირი გამართლება რომ ეს საქმეს, ქვეყნის განვითარებას სჭირდება.. ჩვენ ეს გავიარეთ და გავაკეთეთ სერიოზული დასკვნები. ბიძინა ივანიშვილმა მეტი ზიანი რომ ვეღარ მიაყენოს ქვეყანას, ამისთვის იბრძოლებს „ევროპული საქართველო”.
მჯერა რომ რუსთავი ფარცხალაძის მიერ შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დღეს, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები – სრული სია











