„ჩვენი მტერი – ისლამური ექსტრემიზმია, რომელიც მიმართულია ჩვენი ღირებულებების, ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ქვეყნის მოსახლეობისთვის მიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.
„ჩვენი მტერი – ისლამური ექსტრემიზმია, რომელიც მიმართულია ჩვენი ღირებულებების, ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ და სურს, არა მხოლოდ სიკვდილისა და ტანჯვის გამოწვევა, არამედ ჩვენი საზოგადოების დაყოფა. ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ. ჩვენ მათ სიძულვილის სივრცეს ვერ მივცემთ. ეს არ არის დავა ქრისტიანებს და მუსლიმებს, ან ავსტრიელებს და მიგრანტებს შორის, ესაა ბრძოლა ცივილიზაციას და ბარბაროსობას შორის“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. მოკლულია თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ერთზე კი ძებნა კვლავ მიმდინარეობს.











