ესპანეთმა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ესპანეთში 55 წელ გადაცილებულებს აღნიშნული ვაქცინით არ აცრიან.
AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენების რეკომენდაცია იტალიამაც მიიღო, ხოლო გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ და ნორვეგიამ, ვაქცინის გამოყენების ზედა ზღვარად 65 წელი ჩათვალეს.











