ესპანეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ესპანეთში შტორმ ფილომენას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
შტორმმა ფილომენამ და დიდთოვლობამ ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა. დაიხურა მადრიდის აეროპორტი.
დიდთოვლობის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ გზებზე მანქანებით ბლოკირებული ასობით ადამიანის დასახმარებლად სამხედროები გაგზავნა.
მთავრობა მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.











