“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ, ფულით მოისყიეს.
“მე ძალიან მიკვირს, რამ გამოიწვია ოპოზიციის წევრთა ნაწილის პოზიციების ცვლილება. ამას შეიძლება მოეძებნოს ერთადერთი ახსნა, ვხედავთ, რა იარაღია ბიძინა ივანიშვილის ხელში, ეს არის ფული.
ვინც პარლამენტში შევა, ივანიშვილის მიერ არი მოსყიდული. ელისაშვილი ორი დღეა ამტკიცებს, რომ მას ფული არ აუღია, მან ამის მტკიცება დაიწყო მაშინ, როცა მისთვის ეს ბრალდება არავის ჰქონდა წაყენებული. ახლა ძალიან გათხელებული ამტკიცებს ერთადერთ რამეს, რომ თურმე ვერ გაუბედავენ ფულის ხსენებასაც კი, ეტყობა, არ უხსენეს და ფული ისე შესთავაზეს”,- განაცხადა ბობოხიძემ.










