მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანების მცდელობას, ვინც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„მაგიდის აყირავების ძალიან პატარა შესაძლებლობა იქნება და თუ ვინმე ამას მაინც გააკეთებს, ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ ფასს გადაიხდიან ის პოლიტიკოსები, ვინც ეცდებიან, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანონ. მაგრამ მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანების მცდელობას, ვინც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორე 27 მარტს ჩამოვიდა.










