ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, სამწუხაროა, რომ „კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო“.
„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას! სამწუხაროა, რომ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს.
და მაინც, დემოკრატიული ტრანზიციისთვის რჩევა იქნება, ყველა პარტიის ძალისხმევის გაგრძელება“, – წერს ევროპარლამენტარი.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ ესწრებოდნენ.
??Congrats #Georgia with adopting the Constitutional Amendments. Pity not everyone partook in the voting. This achievement should make the upcoming Parliamentary Elections more democratic & fair
Still, further efforts of ALL parties are advised 4 continued democratic transition:
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 29, 2020











