fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას წასვლას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

14:20 დეკემბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

ცნობილია, რომ დღეს “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია პარტიას დატოვებს.

პარტიიდან წასვლის მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ხოშტარია კომენტარს 15:30 საათზე პარტიაში ჩანიშნულ ბრიფინგზე გააკეთებს.

“ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას წასვლას პოლიტიკოსები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ელენეს წასვლაზე კომენტარი გააკეთა “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილია, რომელმაც განაცხადა, რომ ხოშტარიას პარტიიდან წასვლა ლიდერებს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდება და მან ამის შესახებ დიდი ხანია იცის.

“ელენე ხოშტარიას და “ევროპული საქართველოს” ლიდრებს რომ კონფლიქტი ჰქონდათ და უთანხმოება, დიდი ხნის განმავლობაში, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. შემდეგ რას გააკეთებს ხოშტარია, არ ვიცი. არც ის ვიცი, რაიმე კონკრეტული მიზეზი გახდა თუ არა მოტივატორი, რამაც მისი გადაწყვეილება დააჩქარა, თუმცა ის ჩვენს პარტიაში ნამდვილად არ იქნება. ძალიან დიდი ხანია, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით” – განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულაი, რომ ელენე ხოშტარია გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში”.

„არ არის პრობლემა. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკოსები გადადიან პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, ჯგუფიდან ჯგუფში, მთავრობიდან ოპოზიციაში. ელენე არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი. მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, რომ ელენეს პარტიიდან წასვლა კონფლიქტს არ უკავშირდება და გადაწყვეტილება ელენეს განსხვავებულმა სამომავლო მიზნებმა განაპირობეს.

“არანაირი განხეთქილება, არანაირი აზრთასხვადასხვაობა, ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და რაც მთავარია, მივიღებთ კიდევ უფრო აქტიურ ელენე ხოშტარიას და არა პოლიტიკიდან წასულს და დაშორებულს…

მიზეზებზე მეტად ვიხმარდი მიზნებს, რის გამოც ცვლილებები მოხდება და ამას შევიტყობთ, ამაზე ელენე ისაუბრებს. მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, რომ ელენე ხოშტარია არც წერილობით და არც ქუჩიდან არ აკეთებს განცხადებას, პარტიის ოფისში ხდება ყველა პროცესი”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი კი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია უაღრესად დადებითი პიროვნებაა და ის პარტიდან წასვლის მიუხედავად მის მეგობრად დარჩება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ელენე ხოშტარია აპირებს განცხადების გაკეთებას, შესაბამისად, მოდით მას დავუტოვოთ უფლება რომ თვითონ ისაუბროს რას აპირებს და როგორ.

უაღრესად დადებითი პიროვნებაა, ჩემი ერთ-ერთი ახლო ადამიანი და მეგობარია, ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ელენეს გადაწყვეტილება უცნაურად არ ეჩვენება არც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს. მისი თქმით “განახლების საჭიროებაზე მას ხშირად უსაუბრია”.

“ელენე ხოშტარია ერთ-ერთი გამორჩეული სახეა პოლიტიკაში და ის დიდი შენაძენია ქართული პოლიტიკისთვის. ჩემთვის ელენეს ეს გადაწყვეტილება არ არის უცნაური, რადგან ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ სპექტს სერიოზული განახლება სჭირდება, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი და საზოგადოებას რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ” – განაცხადა სამადაშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და პარტიიდან წასვლით თავი მძევლობიდან დაიხსნა.

,,არ ვიცი მიზეზი რის გამო ტოვეს პარტიას ქალბატონი ხოდტარია, მაგრამ მის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი ალბათ ამ გადაწვეტილებას დიდი ხნის უკან მივიღებდი. შეუძლებელია როდესაც პარტია ყავს გაკოტრებული ლიდერები, რომლებსაც შიგნით, ხმას თავიანთი ამომრჩევლებიც კი არ აძლევენ, რადგან იცით, რომ ხუთეულშიც ვერ მოხვდნენ ბატონი ბოკერია და უგულავს, ალბათ რთულია დარჩე პოლიტიკოსი, რომელსაც გაქვს ამბიცია პოლიტიკოსობაზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ელენე ხოშტარია ხვალვე შემოქანდება პარლამენტში, თუმცა მგონია რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ალბათ არიან ადამიანები, რომლებმაც თავი უნდა დაიხსნან მძევლობიდან. “, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თეგები: ევროპული საქართველოელენე ხოშტარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა იმათი შეურაცხყოფაა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა – ელენე ხოშტარია

დეკემბერი 7, 2021
789
საზოგადოება

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

ნოემბერი 27, 2021
814
მთავარი ამბავი

ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 19, 2021
998

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია