ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და არ ვიცი, მეორე ტალღაზე რატომ ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ჩემი წარმოდგენითა და შეფასებით, ჯერჯერობით, პირველი ტალღაც არ დამთავრებულა და თუ ჩვენ მეორე ტალღას ვუწოდებთ დაავადების მკვეთრ მატებას, ეს სხვა რამაა. ჯერჯერობით, პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – რეგულაციები უნდა შევასრულოთ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს.











