გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ვენის ტერაქტს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გააკეთა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს მომხდარ თავდასხმას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას ავსტრიის ხალხისა და მთავრობის მიმართ“, – განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.











