ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 31 ოქტომბრის არჩევნები მმართველმა პარტიამ ტოტალურად გააყალბა და ხალხს არჩევანის უფლება წაართვა.
„პროტესტი არ დასრულდება, სანამ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება. არ გავჩერდებით, რადგან ხელისუფლებამ ჩვენი არჩევანი წაგვართვა. აქ მოვედით იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი ვართ. ტოტალურად მოხდა არჩევნების გაყალბება“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.



ავტორი: ნაირა ქობულაძე











