დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 112-ში შესული შეტყობინების ჩანაწერი გაასაჯაროვა.
ჩანაწერი ასახავს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის და 112-ის ოპერატორის საუბარს. ბრეგვაძე არაგვის ხიდთან პოლიციის მისვლას ითხოვს.
ჩხუბი მოხდა… რაღაც იარაღები ეჭირათ, მოდით მალე რა – შაქარაშვილის საქმეზე შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გენერალური ინსპქცია არკვევს, თუ რამდენად ადეკვატურად იმოქმედა იაკობ ბრეგვაძის შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულმა პოლიციამ.
„მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლა და თუ გამოიკვეთება რაიმე სახის გადაცდომა, ან დანაშაული, ეს მასალები გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.











