გერმანია კორონავირუსის ვაქცინების დოზებს შორის ინტერვალს გაზრდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელის განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მეორე დოზით ადამიანები პირველი დოზის გაკეთებიდან 42 დღეში აიცრებიან. რაც შეეხება AstraZeneca/Oxford კორონავირუსის ვაქცინას, ამ შემთხვევაში ინტერვალი 12 კვირა იქნება.
„ეს ყველაფერი დაგვეხმარება ადამიანები უფრო სწრაფად ავცრათ. ამის რეკომენდაციას გერმანიის ვაქცინის კომიტეტი იძლევა“, – აცხადებს მერკელი.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 2 474 751 ადამიანი დაინფიცირდა.











