“ღარიბაშვილი არ შეიცვლება, ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ სხვა უნარები არ გააჩნია, ერთადერთი მისი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ პოზაში არიან, თამაშობენ, ვითომ, ქვეყანაში არაფერი ხდება, ვითომ, არ წასულა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ვითომ, არც გახარია წასულა პრემიერობიდან, ამ ხალხს, რომელსაც ნული ლეგიტიმაცია აქვთ, უნდათ გააგრძელონ ქვეყნის მართვა, ამას თამაშობენ.
ღარიბაშვილი არ შეიცვლება, ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ სხვა უნარები არ გააჩნია, ერთადერთი მისი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ. ცოდნისგან, ინტელექტისგან, ყველაფრისგან ეს კაცი დაცლილია, შესაბამისად სხვა მოლოდინი ვერ გვექნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











