სამარცხვინო შავი ლაქაა ამგვარი არაადეკვატური და უპრინციპო ოპოზიცია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„”მიტაცებულ და გაყალბებულ” პარლამენტში ივანიშვილის “გასამწარებლად” შედიოდნენ და არა პრივილეგიებისათვის. ახლა კი ჩამოწერეს თანამდებობების მიღების სია.
ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის როგორი სამარცხვინო შავი ლაქაა ამგვარი არაადეკვატური და უპრინციპო ოპოზიცია”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კომიტეტების მოადგილეების თანამდებობებზე წარსადგენი სია გაუგზავნეს.












