კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების გამო დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ადმინისტაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი. ხოლო მთავრობის სხვა წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.











