სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია დღეს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს შეხვდა.
მხარეები მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო პერსპექტივები დასახეს სხვადასხვა მიმართულებით.
გიორგი სახოკია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს; აღინიშნა, რომ ისევ გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობა და ძალადობის მსხვერპლთა შემდგომი ინტეგრაცია, ამიტომ აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის, განსაკუთრებით, კი სახალხო დამცველის ოფისთან.
საუბარი შეეხო, ასევე, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს, ბავშვთა შრომით მიგრაციას და რეგიონში არსებულ სოციალურ ფონს.
შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლები თამარ იგანოვა და მადონა ბასილაძე დაესწრნენ.











