პარტია „გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მივიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა შენობა მალევე დატოვა.
„შევედი, დაველაპარაკე ელჩის წარმომადგენელს. რომ მივხვდი, რომ იქ რაღაც გაუგებრობაა, გამოვედი. მე უნდა ვყოფილიყავი „გირჩიდან”, რადგან ზურა არის, როგორც ჩანს ეტყობა ჩათვალეს, რომ „გირჩიდან” ზურა [ჯაფარიძე] არის”, – განაცახდა რაქვიაშვილმა.










