„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გიული ალასანია განიხილებოდა.
„პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად გიული ალასანიას ექიმი მალხაზ ჯალაღონია შეცვლის.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტიის ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ 21:00 საათზე დაგეგმილ მაჟორიტარების წარდგენას უნდა დაველოდოთ.
ცნობისთვის „ენმ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს ოფიციალურად წარადგენს.











