„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რის შემდეგაც ჩვენ შევინარჩუნეთ 53-ე ადგილი“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგროც თურნავა ამბობს, მსგავსი შედეგი საქართველოს არ ჰქონია.
„ეს არის ჩვენი ისტორიული მაქსიმუმი. 2012 წლამდე საქართველო 60 ქვეყანას მიღმა იყო ყოველთვის, ახლა კი საკმაოდ კარგი პოზიცია გაგვაჩნია მიუხედავად კოვიდისა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ქვეყანაში კეთილდღეობა სუფევს, რადგან ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ ეს რეიტინგი ასახავს ჩვენ სწორ გზას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე.
საქართველო არის მიჩნეული ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვყანამ რეფორმების გატარების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და კეთილდღეობას“,- განაცხადა ნათია თურნავამ.











