„26 მაისის დაკნინებაზე არაა საუბარი, ამ დღეს გამოდიან ჩინოვნიკები, ვისკენაც მიემართება ჩვენი პროტესტი, ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი”, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, 26 მაისს იმ ადამაინების მოსმენას, ვინც დამნაშავეა, აქციაზე მისვლა სჯობს.
„ხალხი ჩვენი გამარგინალებითაა დაინტერესებული და ამბობენ, რომ ვართ მართული ძალა; თითქოს გაუგებარია მათთვის, რას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, რომელიც უშუალოდ კავშირშია „ნამახვანჰესის“ კასკადის დოკუმენტაციასთან და ხელის მოწერასთან, რაც იქ არის, ამიტომ 26 მაისს რა ხდება თავისუფლების მოედანზე, მარტივად რომ დავსვათ კითხვა – 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ზოგადად ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ჩვენ თუ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი, ლოგიკურად. ის ჩინოვნიკები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში პრობლემა და ზოგიერთის გადადგომას ვითხოვთ და პასუხისგებაში მიცემას, ვინც კავშირშია და ეს ხალხი უნდა გამოვიდეს იმ ტრიბუნაზე, ანუ რა ხდება, სად უნდა ისმინოს ამ ხალხმა სიტყვა, აქ უნდა ისმინოს, თუ იმ ჩინოვნიკების სიტყვა ისმინოს. ანუ აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი – 26 მაისის, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის და ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ არის დამნაშავე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ასევე ნახეთ: 26 მაისს მოდით ჩვენთან და არა იმ აღლუმზე – გოლეთიანი საზოგადოებას მიმართავს











