ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი.
პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან.
გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა.
შეგახსენებთ, გუშინ გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს.
კლინიკაში ამბობენ, რომ მოწამვლის სიმპტომებით მათთან 48 ბავშვი მიიყვანეს, მათგან სტაციონალური მკურნალობას 16 ბავშვი გადის, დანარჩენები უკვე გაეწერნენ.
ჯარჯერობით უცნობია რა გახდა ბავშვების მოწამლის მიზეზი.
ავტორი: თათია გოლოშვილი











