გუშინ „მოგვერიეთ“, წინააღმდეგობის არ გაწევა ყველას ნიკამ სთხოვა -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს მოღალატე გავრილოვებო, გუშინ კი “მოგვერიეთ“, წინააღმდეგობის არ გაწევა ყველას ნიკამ სთხოვა და ნიკა უკანონოდ დააპატიმრეთ, მაგრამ თქვენ დამარცხდით ყველა ასპექტში – მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივადაც. მოგიწევთ ნიკას მალე გამოშვება და იგი უფრო ამაყი და ძლიერი გამოვა საპყრობილიდან“, – წერს ბარამიძე.
23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











