“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერა ტრაგედია არ არის.
მისი თქმით, ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ვერსიებიდან არცერთი “არაფერს არ აფუჭებს”.
“მე გუშინ რასაც მოვუსმინე და ვესწრებოდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ტრაგედია არც ქართული ოცნების პროექტის მხარდაჭერაა, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის პროექტს მართლა კარგად ვერ გავიგე, გუშინ დიდი ხანი ვცადე მომესმინა ბატონი შავგულიძისთვის, მაგრამ ვერ გავიგე. კიდევ დაკვირვებით წავიკითხავ, იმიტომ, რომ განსხვავებასაც კი ვერ ვხედავ. ფიზიკურად მგონია, კონფლიქტი რომ არსებობდეს და ვიღაცა იყოს გამარჯვებული, მხოლოდ ამისთვის არსებობს ეს დისპუტი და სინამდვილეში არაფერს არ აფუჭებს არცერთი და არც მეორე ვერსია, ეგეთი წარმოდგენა დამრჩა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რა განსხვავებაა ოპოზიციის და უმრავლესობის კანონპროექტებს შორის – დეტალები










