იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია ქვეყანაში მომავალ კვირას დაიწყება. თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი აიცრება.
იაპონიის ჯანდაცვის უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წლის შუა პერიოდისთვის, შეძლებენ ვაქცინის მარაგის იმდენად გაზრდას, რომ მთელი მოსახლეობა, 126 მილიონამდე ადამიანი აიცრას.










