გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდის ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ვაქცინა თავის ეფექტიანობას შეინარჩუნებს.
იენს შპანის განცხადებით, ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ ვირუსთან დაკავშირებით იციან, კოვიდის ახალი სახეობა ვაქცინაზე გავლენას ვერ მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.











