დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინგლისში კორონავირუსის გავრცელების გამო ახალი ლოქდაუნის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლოქდაუნი ქვეყანაში 5 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე იმოქმედებს, რომლის მიზანიც COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაა.
ინგლისის მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სერიოზული მიზეზით იქნება, როგორებიცაა სამსახური ან სწავლა. ამასთან, გარეთ გასვლა ღია სივრცეში სავარჯიშოდ, ექიმთან წასასვლელად ან პროდუქტების შესაძენად იქნება ნებადართული.
ლოქდაუნის დროს მხოლოდ ის მაღაზიები იმუშავებს, რომლებშიც პირველადი საჭიროების ნივთები იყიდება.











