ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რომელიც ძალაში, მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში დარჩება.
შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია და დაწესებულება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, გარეთ ვარჯიში დასაშვებია ერთი და იგივე ოჯახის წევრებთან ერთად ან სხვა ოჯახის ერთ წევრთან ერთად. ჯერჯერობით არ იკრძალება წაღებისა და მიტანის სერვისები.
ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 25 177 შემთხვევა გამოვლინდა და 492 ადამიანი გარდაიცვალა











