„მინდა, გამოვეხმაურო ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს. როგორც ირკვევა, მოხდა ჟურნალისტზე, ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია! რამდენად განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეს, მით უმეტეს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსსა თუ ზოგადად, საჯარო პირს – ძალადობა გამორიცხული და დასაგმობია!”,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.
“მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა. როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა, ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“, – წერს ირაკლი ზარქუა.











