ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლით თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში მუქარას შესაძლებლობები ჩაანაცვლებს. ინფორმაციას aa.com-ი ავრცელებს.
„ირანი და აშშ უარს იტყვიან მუქარის ენაზე და საერთო შესაძლებლობებზე კონცენტრირდებიან. ვფიქრობ, ამის პირობები მალე ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა ჰასან როუჰანიმ.
ირანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენი საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაიცავს.
ჰასან როუჰანიმ ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში „დამნაშავეები და ტერორისტები არიან“.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:











